ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი TikTok-ის ბედს მომდევნო 30 დღის განმავლობაში გადაწყვეტს – Reuters

ტრამპი TikTok-ის ბედს მომდევნო 30 დღის განმავლობაში გადაწყვეტს – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ის TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას პოპულარული აპლიკაციის მომავალზე, მომდევნო 30 დღის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
„ბევრ ადამიანს ვესაუბრე TikTok-ის შესახებ და არის დიდი ინტერესი მის მიმართ“, – ჟურნალისტებს ფლორიდაში Air Force One-ზე ფრენის დროს, ტრამპმა განუცხადა.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმაზე მუშაობს, რომელიც ინვესტორების მოზიდვას და მონაცემთა შეგროვებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მოთავსებას Oracle-ის კონტროლის ქვეშ გულისხმობს.
გარიგების პირობების თანახმად, პლატფორმის დედა კომპანია, ByteDance კომპანიაში წილს შეინარჩუნებს, მაგრამ მონაცემთა შეგროვებას და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ზედამხედველობას, Oracle გაუწევს.
“ბევრი სერიოზული ადამიანი მელაპარაკება TikTok-ის ყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ალბათ უახლოეს 30 დღეში მივიღებ. თუ ჩვენ შევძლებთ TikTok-ის გადარჩენას, ვფიქრობ, ეს კარგი იქნება” – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ Tik Tok-ის აკრძალვას განიხილავს, თუ მისი დედა კომპანია ByteDance პლატფორმას არ გაყიდის. იმავდროულად, ამერიკელები, აკრძალვის შიშით, აქტიურად გადასვლას იწყებენ სხვა ჩინურ აპლიკაციაზე – RedNote.
17 იანვარს, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Tik Tok-ის აკრძალვის საკითხი არ გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება მის მემკვიდრე, დონალდ ტრამპს დაუტოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.