ტრამპის თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია

15
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური, აბუ-ბილალ ალ-მინუკი ლიკვიდირებულია.
როგორც ტრამპი Truth Social-ზე წერს, „მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტის“ ლიკვიდაციის მისია -ისა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.
აბუ-ბილალ ალ-მინუკი ლიკვიდაციით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური ოპერაცია მნიშვნელოვნად დასუსტდა“ – აცხადებს ტრამპი.
„დღეს ღამით, ჩემი ბრძანებით, მამაცმა აშშ-ისა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა უნაკლოდ განახორციელეს ზედმიწევნით დაგეგმილი და ძალიან რთული მისია, მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტის ლიკვიდაციისთვის. აბუ-ბილალ ალ-მინუკი, მსოფლიოში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგით მეორე პირი, ფიქრობდა, რომ აფრიკაში დამალვას შეძლებდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ წყაროები გვყავს, რომლებიც მისი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. მისი ლიკვიდაციით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური ოპერაცია მნიშვნელოვნად დასუსტდა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა