ტრამპის თქმით, პუტინთან სამშაბათს ისაუბრებს

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბროს და უკრაინაში ომის დასრულება განიხილოს.
“მე პრეზიდენტ პუტინს სამშაბათს გავესაუბრები. შაბათ-კვირას ბევრი სამუშაო შესრულდა. ჩვენ გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შეიძლება შეგვიძლია, შეიძლება არ შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს”, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა თქვა: “ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე”.
ამ ეტაპზე ტრამპი ცდილობს დაითანხმოს პუტინი, 30 დღით უკრაინასთან ომის შეწყვეტაზე. იმავე წინადადებაზე უკვე თანახმაა.
პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის და „იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში“ უკრაინელ სამხედროებს გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სიცოცხლე და ღირსეულად მოეპყრობიან, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტი პუტინის სიტყვებს, თითქოს ის მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად, აფასებს, როგორც თვალთმაქცობას, საჩვენებელ პოზას და თვლის, რომ სამშვიდობო პროცესის დროში გაწელვას ეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება