ტრამპის თქმით, ირანულმა გემმა -ს საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა, თუმცა დააკავეს

დონალდ ტრამპიDANIEL TOROK/WHITE HOUSE PHOTO/ALAMYაშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანულმა სატვირთო გემმა -ს საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა, თუმცა “ეს მათთვის კარგად არ დასრულებულა” და ხომალდი აშშ-მ დააკავა.
ტრამპმა დაამატა, რომ გემმა თავდაპირველად ბრძანებების დამორჩილებაზე და შეჩერებაზე უარი თქვა, რის გამოც ამერიკულმა ხომალდმა მის სამანქანო განყოფილებაში “ხვრელი ააფეთქა”.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
“დღეს ირანის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო ხომალდმა, სახელად TOUSKA, რომელიც თითქმის 900 ფუტის სიგრძისაა და თითქმის ავიამზიდივით იწონის, ჩვენი საზღვაო ბლოკადისთვის გვერდის ავლა სცადა და ეს მათთვის კარგად არ დასრულებულა. აშშ-ს საზღვაო ძალების მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა საესკადრო ნაღმოსანმა, USS SPRUANCE-მა TOUSKA ომანის ყურეში შეაჩერა და სამართლიანად გააფრთხილა, რომ გაჩერებულიყო. ირანელმა ეკიპაჟმა მოსმენაზე უარი თქვა, ამიტომ ჩვენი საზღვაო ძალების ხომალდმა ისინი უმალ გააჩერა სამანქანო განყოფილებაში ხვრელის აფეთქებით. ამჟამად აშშ-ს საზღვაო ქვეითებს ხომალდი დაკავებული ჰყავთ. TOUSKA  აშშ-ს ხაზინის მიერ არის სანქცირებული მათი უკანონო აქტივობის ისტორიის გამო. გემი სრულად გვაქვს დაკავებული და ახლა ვუყურებთ, რა არის ბორტზე!” – წერს ტრამპი.