ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის განცხადებების ფონზე დანიის მეფემ გრენლანდიის გერბი შეცვალა

ტრამპის განცხადებების ფონზე დანიის მეფემ გრენლანდიის გერბი შეცვალა

დანიის მეფემ ფრედერიკ მე-10-მ გასულ წელს სამეფოს გერბის, დანიის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლოს შეცვლის განკარგულება გამოსცა.

გერბის ახალ ვერსიაში დიდი ყურადღება ეთმობა დანიის სამეფოს ავტონომიური სიმბოლოს, ფარერის კუნძულებსა და გრენლანდიას. ბრიტანულ გაზეთ "გარდიანის" ცნობით, გერბის ცვლილება მოხდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო განცხადებების ფონზე. კერძოდ ტრამპს სურს კუნძულ გრენლანდიის ყიდვა. მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული, ტრამპის თანახმად, უკიდურესად მნიშვნელოვანია აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უარს არ იტყვის გრენლანდიის სუვერენიტეტზე.
"გარდიანის" მიერ ციტირებული ისტორიკოსები და პოლიტოლოგები გერბიდან სამი გვირგვინის ამოღების გადაწყვეტილებას (შვედეთის ეროვნული სიმბოლო, რომლის გამოყენების უფლებაც დანიის სამეფოსაც ჰქონდა) სენსაციას უწოდებენ და მეფის გადაწყვეტილებას უკავშირებენ ტრამპის პრეტენზიებს გრენლანდიის მიმართ. თავის საახალწლო მიმართვაში დანიის მეფემ ასევე დიდი ყურადღება დაუთმო სამეფოს ერთიანობას.
თავის პირველი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმართა კონგრესს წინადადებით, გაიხსნას საკონსულო გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკეში.
აშშ-ს გრენლანდიაზე აქვს 1951 წელს დაფუძნებული სამხედრო საჰაერო ბაზა, "ტულე", რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა "ცივი ომის" დროს აშშ-ის საჰაერო თავდაცვის საქმეში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.