ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიის პრემიერმა გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპთან საუბარი მოითხოვა – Politico

დანიის პრემიერმა გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპთან საუბარი მოითხოვა – Politico

დანიის პრემიერმა გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპთან საუბარი მოითხოვა – Politico
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გრენლანდიის საკითხის გარშემო სატელეფონო საუბარი მოითხოვა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ჩვენ [ტრამპს] საუბარი შევთავაზეთ და მე ველი, რომ ეს ასეც მოხდება“, – ციტირებს გამოცემა ფრედერიკსენს.
როგორც დანიის პრემიერმა აღნიშნა, ტრამპს მის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. ფრედერიკსენი ფიქრობს, რომ ტრამპთან დიალოგი მისი ინაუგურაციის შემდეგ შედგება.
დანიის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ტრამპი გრენლანდიაში სამხედრო გზით შეიჭრება. მისი თქმით, დანია და აშშ ნატოში მოკავშირეები არიან და მჭიდროდ თანამშრომლობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.