ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სრულად შეჩერებას განიხილავს – WP

ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სრულად შეჩერებას განიხილავს – WP

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებს თეთრ სახლში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება განიხილება წუხელ თეთრ სახლში მომხდარი კამათის და “სამშვიდობო პროცესის მიმართ ზელენსკის შეურიგებლობის” საპასუხოდ.
ამავე დროს, იგივე წყარო უარყოფს, რომ ტრამპის გუნდის კონფრონტაცია ზელენსკისთან დაგეგმილი იყო. მის თანახმად, პირიქით, ვაშინგტონში სცადეს შეექმნათ პოზიტიური ფონი ზელენსკის ვიზიტისთვის. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ტრამპმა შეცვალა თავისი პოზიცია ზელენსკის “დიქტატორობასთან” დაკავშირებით.
თუ თეთრი სახლი უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებს, ეს შეეხება რადარებს, სამხედრო ტექნიკას და რაკეტებს, რომლებიც ჯამურად მილიარდობით დოლარი ღირს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.