ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს

მედია: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ამჟამად მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტაზე ზელენსკის მიერ ტრამპთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებების გამო მსჯელობს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებს, ავტომანქანებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს შეეხება, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად მზად არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.