ტრაგედია თბილისში – ვაზისუბანში ცემენტმზიდი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ვაზისუბანში ცემენტმზიდი ქვეითს დაეჯახა. მიღებული ტრავმის შედეგად, 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს