არქივი22 ნოემბერი, 2023, 20:22
თელავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა | კაცი ადგილზე გარდაიცვალა
თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - 40 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ დაღუპულია თელავის ფინანსური სამსახურის თანამშრომელი.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითს ე.წ. "ზებრა" გადასასვლელზე დაეჯახა. მანქანის მძღოლი კი შეჯახების შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილას ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.
ავტორი: ია გულიაშვილი
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.