ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტოჩინოშინი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს

4 თებერვალს ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში ჩატარდა ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) სუმოდან ოფიციალურად გაცილების ღონისძიება.
თმის კვეთის ტრადიციულ ცერემონიაში, „დანპაცუ-შიკში“ მონაწილეობა მოქმედმა და ყოფილმა სუმოისტებმა მიიღეს. მათ შორის იყო ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუც.
ტოჩინოშინის დებიუტი სუმოში 2006 წლის მარტში შედგა. ორი წლის შემდეგ მან პროფესიონალური სუმოს ექვსიდან უმაღლეს დივიზიონს მიაღწია. 2018 წლის იანვარში მან იმპერატორის თასი მოიპოვა, იმავე წლის მაისში კი ოძეკის, სუმოს იერარქიაში რიგით მეორე წოდება მიიღო.
ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.