არქივი4 თებერვალი, 2024, 08:23
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოკიოში "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს.
შედგა დანპაცუ-შიკის (თმის შეჭრის) რიტუალი, რომლითაც სუმოდან წასულ რიკიშებს აცილებენ.
რიტუალში სუმოს მოქმედმა და ყოფილმა უამრავმა ლეგენდამ მიიღო მონაწილეობა. ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები ტოკიოში აქტიურად იყიდებოდა.
ტოჩინოშინი კი ამ ღონისძიებაზე იაპონიაში მყოფ ყველა ქართველებს ეპატიჟებოდა და ამბობდა, რომ უსასყიდლოდ გადასცემდა ბილეთებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ 2018 წელს სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი ჯილდო, იმპერატორის თასი მოიგო.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.