ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ტორპედო" სტივ კინმა დატოვა - ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის პოსტზე

"ტორპედო" სტივ კინმა დატოვა - ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის პოსტზე

"ტორპედოს" ფან-კლუბის "ჯუნგლების" Facebook გვერდის ცნობით, ქუთაისური გუნდი მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა დატოვა.
შოტლანდიელი დამრიგებელი იმერულ კლუბს 2023 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და საქართველოს სუპერ თასის ტიტული მოიგო.
Geo Team-ის ინფორმაციით, კინს შესაძლოა, "ტორპედოს" მენეჯმენტში გარკვეული პოზიცია შესთავაზონ. "ტორპედო" ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მწვრთნელებთან აწარმოებს, თუმცა როგორც Geo Team წერს, დიდი ალბათობაა ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უცხოელი მწვრთნელის სასარგებლოდ მიიღონ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.