ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ტვ პირველი“: დააკავეს პირი, რომელიც მეშაურმეს ეთნიკურ ნიადაგზე დაუპირისპირდა

„ტვ პირველი“: დააკავეს პირი, რომელიც მეშაურმეს ეთნიკურ ნიადაგზე დაუპირისპირდა

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, საშაურმეში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეს იარაღით დაემუქრნენ.
„ტვ პირველის“ ცნობით, შეიარაღებული პირი უკვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
„შაურმის საყიდლად მოვიდა, დაიწყო ქართულად ლაპარაკი. წიწაკის გარეშე მინდაო, მიყვიროდა. მე ვამზადებ, შეკვეთას სხვა იღებს და შესაბამისად ჩავთვალე, რომ მე არ მომმართავდა. კამერებზეც ჩანს ზურგით ვდგავარ, ჩემ საქმეს ვაკეთებ. დაიყო ყვირილი — ქართული არ გესმისო, რატომ არ იციო, მუსლიმი ხარო… დიახ – ბოლნისიდან ვარ-მეთქი. მუსლიმებზე ჰქონდა აგრესია აშკარად. ამოიღო იარაღი და დამიმიზნა, წინ დედაჩემი ედგა, მას დაადო ჯერ იარაღი“, — ჰყვება დაზარალებული.
საშაურმის მეპატრონის განცხადებით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და მსგავსი პრობლემები ხშირია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.