ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულში არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულში არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი, მამუკა გიგანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აქტივისტმა სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, მამუკა გიგანმა მოზარდზე იმის გამო იძალადა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.