„ტვ პირველის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ოპერატორი დაშავდა – სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კიდევ რამდენიმე დაშავებულს გაუწია დახმარება

თბილისის გასასვლელში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, რომლებიც პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ დაშავებულებს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, “თბილისის მოლთან” მიმდინარე აქციაზე, “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
ცნობისთვის, თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა. კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია