არქივი2 თებერვალი, 2025, 20:08
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე კოალიციის კიდევ ერთი წევრი ბადრი გრიგალაშვილი დააკავეს

საპროტესტო აქციაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ბადრი გრიგალაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე არაერთხელ მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელია და გიგი უგლავა. ასევე აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.