ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და 2 ბავშვი დაიღუპა

ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა. როგორც CBS წერს, ისინი აშშ-ში შესვლას სამხრეთ საზღვრის იმ მონაკვეთიდან ცდილობდნენ, სადაც ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ფედერალურ სასაზღვრო პატრულს მიგრანტების შემოწმებასა და გადარჩენაში ხელი შეუშალეს.

აშშ-ის ფედერალური ოფიციალური პირების და ტეხასის კონგრესმენის განცხადებით, შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის, გრეგ ებოტის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა სასაზღვრო პატრულს მიგრანტების გადარჩენის მცდელობის უფლება არ მისცეს.
"ქალი და ორი ბავშვი ტრაგიკულად დაღუპა Shelby-ის პარკთან, რომელსაც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ტეხასის შტატი აკონტროლებს“, - განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.