არქივი3 ოქტომბერი, 2024, 21:37
„ტექნიკური ხარვეზია“ – WizzAir ფრენების გაუქმების შეტყობინებაზე

ავიაკომპანია WizzAir აცხადებს, რომ მომხმარებლების მიერ ოქტომბრის ფრენების გადადების შეტყობინებები ტექნიკური ხარვეზის შედეგადაა გამოწვეული.
კომპანიაში ამბობენ, რომ მომხმარებლებმა ამ შეტყობინებას ყურადღება არ უნდა მიაქციონ, ხოლო ტექნიკური გუნდი ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობს.
აქამდე, ავიაკომპანია Wizz Air-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მიმდინარე თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გადაედოთ. როგორც თვითონ ამბობენ, ამის შესახებ შეტყობინებებს კომპანიისგან იღებენ იმეილით ან აპლიკაციის მეშვეობით.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.