Wizz Air-ის მომხმარებლებს ფრენების გაუქმებაზე შეტყობინება მისდით, კომპანიაში საკითხს არკვევენ

ავიაკომპანია Wizz Air-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მიმდინარე თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გადაედოთ. როგორც თვითონ ამბობენ, ამის შესახებ შეტყობინებებს კომპანიისგან იღებენ იმეილით ან აპლიკაციის მეშვეობით.
მომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს იყოს ტექნიკური ხარვეზი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” Wizz Air-ს დაუკავშირდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ არკვევენ მიზეზს და ინფორმაციას დადასტურებისთანავე გაავრცელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს – რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?