პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა კომისიამ, პირველ სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ იმსჯელა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა კომისიამ, პირველ სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ იმსჯელა

მე-11 მოწვევის პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულმა დროებითმა კომისიამ, პირველ სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ იმსჯელა.
სხდომა მედიისთვის დახურულ ფორმატში ჩატარდა.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ განაცხადა, კომისიას აქვს გარკვეული მასალა, რომელიც განსახილველად 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა გადაეცეს.
„ეს არის გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებები და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ანალიზი, რომელიც იმ მოვლენების და პროცესების დამახასიათებელია, რომელსაც 2004-2009 წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და დაკავშირებულია იმ უბედურებასთან, რაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში დაატყდა თავს“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.