ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თაობაზე დისკუსია გაიმართება

პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თაობაზე დისკუსია გაიმართება

28 თებერვალს, პარლამენტში, დისკუსია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თაობაზე გაიმართება.
აღნიშნულ თემაზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
საპარლამენტო კომისიის სხდომის დღის წესრიგში ასახულია შემდეგი საკითხი: - 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებები და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ანალიზი.
საპარლამენტო კომისიის სხდომა, 28 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.