ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტელეფონით ვესაუბრე ღარიბაშვილს, სანდუს და ზელენსკის, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში X წერს, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა, რომლებსაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ისტორიული ნაბიჯი მიულოცა.
"ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია," - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.