ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს" | ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.
მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს. ახლა ვესაუბრე ამწუთში ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება. იმიტომ რომ ეს აჩქარებული პროცესი, დღეს რაც ხდებოდა ბრიუსელში, არ მოხდებოდა რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ორწლიანი უსასტიკესი ომი, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.