ტედროს ადანომ გებრეისუსი - ღრმად შეშფოთებული ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი დაკავებით
ღრმად შეშფოთებული ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი დაკავებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი შემოწმებით და დაკავებით, რაც პაციენტების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
გებრეისუსის ცნობით, სამედიცინო პერსონალის დიდი ხნით დაყოვნების შედეგად, ერთ-ერთი პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
„ჯანდაცვის ერთ-ერთი მუშაკი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და მას ავიწროებდნენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.