არქივი17 დეკემბერი, 2023, 10:39
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზაში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივი დროით შეწყვეტა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კეტრინ კოლონა ბრიტანელი და გერმანელი კოლეგების განცხადებას უერთდება და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
„ღაზაში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივი დროით შეწყვეტა“, - განაცხადა კოლონამ ისრაელელ კოლეგასთან ელი კოჰენთან თელ-ავივში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საფრანგეთი ღრმად შეშფოთებულია ღაზის სექტორში არსებული ვითარებით. ამასთან, კეტრინ კოლონამ ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება იმ მსხვერპლის დავიწყებაც, რაც ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმამ გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.