არქივი23 თებერვალი, 2025, 20:13
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა!

პოლონეთის დედაქალ ვარშავაში ძიუდოში ღია პირველობის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ტატომ ტურნირის ფინალში ნიდერლანდელი რიგი რენესი დაამარცხა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ფინალამდე ჯამში 5 დაპირისპირება მოიგო, მან ფინალში გასასვლელად ესპანელი როდრიგესი დაამარცხა.
იმავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიკოლოზ დავლაძე ესპანელ აარონ სანტა მარია როდრიგესთან დამარცხდა.
ვარშავის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 1 მედალი მოიპოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.