არქივი23 თებერვალი, 2025, 22:10
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
![ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/02/73a3922d65e532062c0a3274530ebe45-mqOGyM.jpeg)
პოლონეთის დედაქალ ვარშავაში ძიუდოში ღია პირველობის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ტატომ ტურნირის ფინალში ნიდერლანდელი რიგი რენესი დაამარცხა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ფინალამდე ჯამში 5 დაპირისპირება მოიგო, მან ფინალში გასასვლელად ესპანელი როდრიგესი დაამარცხა.
იმავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიკოლოზ დავლაძე ესპანელ აარონ სანტა მარია როდრიგესთან დამარცხდა.
ვარშავის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 1 მედალი მოიპოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.