პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა

ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა და პარიზის ოლიმპიადის 1/8 ფინალში გადავიდა. ის მოლდოველ მეტოქეს დაუპირისპირდა. მოლდოველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ის ტურნირიდან მოხსნეს.
რაც შეეხება ეთერ ასკილაშვილს (63 კგ) - ის სლოვენიელ ანდრეია ლესკის დაუპირისპირდა და დამარცხდა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.