არქივი30 ივლისი, 2024, 17:23
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია – ქართველმა ძიუდოსიტმა, მოლდოველი მიჰაილ ლატიშევს დამატებით დროში სძლია.
მერვედფინალში ტატო ავსტრიელ ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.