“გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი ტატა ხვედელიანი:
გარდა იმისა, რომ ვხედავთ, როგორ ფლავდება კობახიძის ეგრეთ წოდებული განათლების „რეფორმა“ ყოველ ნაბიჯზე – უმაღლესი განათლების კომპონენტიდან ზოგად განათლებამდე – და ამის საფასურს ჩვენი შვილები იხდიან, ახლა ჯერი სკოლამდელ განათლებაზე და იქაც ტყუილების თქმაზე მიდგა.
სკოლამდელი განათლების პრობლემები ქვეყნის მასშტაბით არის:
• ბაღების ხელმისაწვდომობა;
• შენობების უსაფრთხოება;
• ჯგუფების გადატვირთულობა;
• აღმზრდელებისა და დამხმარე პერსონალის სიმცირე;
• კვების ხარისხი;
• გათბობა/ვენტილაცია;
• სველი წერტილების მდგომარეობა;
• ადაპტირებული გარემო შშმ ბავშვებისთვის;
• სოფლებში ბავშვების ბაღამდე ტრანსპორტირება;
• დაბალი ანაზღაურება.
და ამ ყველაფრის ფონზე, რა წარმატებაზეა საუბარი, როდესაც დასავლეთ საქართველოს ბაღების ნახევარში წყალი ფეკალიებით იყო დაბინძურებული, თბილისის ბაღების ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ფული „ოცნების“ ჩინოვნიკებმა შეჭამეს, ხელფასები მიზერულია, ბაღების ასაშენებელი და სარეაბილიტაციო თანხები კი გაფლანგეს?
10-ლარიანი ხორცის, ვითომ დაკლებული ფასების, ამერიკასთან „გადატვირთული პოლიტიკისა“ და „იგლ ჰილსის მიერ ინვესტირებული მილიარდების“ ტყუილების გაგრძელებაა ამ შეკითხვის პასუხი.




