ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტანზანიაში მეწყერს 47 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 85 ადამიანი.
ძლიერი წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ტანზანიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს დატბორილი სახლები, გზები და სქელ ტალახში ჩარჩენილი ავტომობილები.
ტანზანიის პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა, დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის ძალისხმევის გაზრდის განკარგულება გასცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.