ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს (ვიდეო)

ტაივანში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი, 57 კი - დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მათ გადასარჩენად.
შეგახსენებთ, ტაივანის სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ი ტაიბეის სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორზე, ვუ ჩიენ ფუზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსები, სხვა შენობები, განადგურებული ავტომობილები.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დიდ ტერიტორიებზე ცუნამის 3 მეტრამდე ტალღებია მოსალოდნელი.
მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა ფილიპინების სეისმოლოგიურმა სააგენტომაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.