ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ტაივანში მაშველები ძლიერი მიწისძვრის გამო დანგრეულ შენობებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 050 ადამიანი, 101 კი - კვლავ ნანგრევებში რჩება.
ტაივანის სახანძრო უწყების ცნობით, დაახლოებით 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია 961 ადამიანი, 628 კი - თავშესაფრებში იმყოფება.
შეგახსენებთ, გუშინ, ტაივანის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.