არქივი19 დეკემბერი, 2023, 11:05
ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა
ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა, - ამის შესახებ განცხადებას ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი ავრცელებს.
„ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყველა დაზარალებულმა საჭირო დახმარება მიიღოს. ტაივანი კატასტროფაზე რეაგირების მცდელობების დროს დახმარებისთვის მზად არის“, - წერს ცაი ინგ-ვენი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 111 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.