ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და ნუ გავდღაბნით ფოკუსს” – ნინო ჯანგირაშვილი

,, სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და ნუ გავდღაბნით ფოკუსს” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,ხანდახან ჭმუნვები შემოგვიტევსხოლმე და მთავარზე ფოკუსირება გვავიწყდება. ამიტომ გავიხსენოთ რა არის მთავარი ამ მომენტში: არჩევნებიდან 3 თვის თავზე ქართული ოცნების ხელისუფლების არაღიარება არის მყარად ჩაბეტონებული ევროპაში და ამერიკაში და ამ მოცემულობას ვერაფერი შეცვლის, თუ ჩვენ არ წავედით სახლებში და ღრმა ძილს არ მივეცით თავი. ქართული ოცნების პარლამენტი არის მკვდრადშობილი და იმის შანსი, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ან რომელიმე დასავლურმა ინსტიტუციამ გაუცოცხლოს ეს პარლამენტი დღეს არის ნული. ჩვენი სათქმელი 100%–ით გატანილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მთავარია არ დავიღალოთ და მუდმივად გამოვხატოთ პროტესტი სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა ქუჩაშიც, რაც უფრო ხშირად და რაც უფრო მასშტაბურად, მით უკეთესი. ანუ, ჩვენს ხელშია ჩვენი ბედი. სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და ნუ გავდღაბნით ფოკუსს.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.