,,ესენი მართლა სულელები არიან თუ თავს ისულელებენ?“ – ნინო ჯანგირაშვილი

,,ესენი მართლა სულელები არიან თუ თავს ისულელებენ?“ – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,ესენი მართლა სულელები არიან თუ თავს ისულელებენ? ევროკავშირმა საქართველოს ოფიციალური პირები აქ არ დაგვენახოთო და მაკა ბოჭორიშვილმა ეს ტექნიკური გადაწყვეტილებააო. ნეტა ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება და დიდი სურათი რა გონია?
„ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.