“სხვა ქვეყანა საკუთარ სამშობლოზე მეტად უყვართ” – მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან ორბანის კრიტიკას ეხმაურება

მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან უნგრეთის პრემიერის კრიტიკას ეხმაურება. როგორც პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, სხვა ქვეყნის ინტერესებს აყენებს.
“ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც სხვა ქვეყანა საკუთარ სამშობლოზე მეტად უყვარს. ვინაიდან, როდესაც ჩვენ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, არცერთი მათგანი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება და, ამ მხრივ, საყვედური გადაწყვეტილების მიმღები პირებისადმი მათი მხრიდან არ გაჟღერებულა. დრომ კი აჩვენა, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ძირითადმა აქტორებმა ერთხმად აღიარეს, რომ მაშინ საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია,” – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ამასთან, “ხალის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს პარლამენტიდან იცავენ არა საქართველოს, არამედ, სხვა ქვეყნის ინტერესებს. მისივე თქმით, აღნიშნული ოპოზიციონერები საკუთარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ მუშაობდნენ.
ცნობისთვის, ოპოზიცია ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს. საუბარია განცხადებაზე, რომლითაც ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან