ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.
სტუდენტებს, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის მეტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც სიტყვით გამოდიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.