სტუდენტები მარშით შეუერთდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ

რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი მარშით დაიძრნენ საკუთარი უნივერსიტეტებიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA) და ა.შ. გზად გაერთიანდნენ და ერთად მივიდნენ პარლამენტის წინ.
რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მოქალაქეები გუშინ, 12 მაისის საღამოს ათი საათიდან ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოს წინ ერთმანეთს ენაცვლებიან და უწყვეტად აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას.
უპრეცედენტოა სტუდენტების პროტესტის ფორმა და მასშტაბი – 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტთა დიდი ნაწილი გაფიცულია. მათ უერთდებიან პროფესორ-მასწავლებლებიც.
რუსული კანონი მესამე მოსმენით იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში მიიღო. ამისთვის უმრავლესობის დეპუტატებს 67 წამი დასჭირდათ. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი პოლიციელებმა სპეციალურად შეაყოვნეს პარლამენტის შესასვლელთან, რის გამოც ვერ მოახერხეს კომიტეტის სხდომაზე შესვლა
რუსული კანონის საბოლოოდ მიღება ხვალ, 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ