სწორედ ეს არის სამშობლოსა და გმირების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის

სწორედ ეს არის სამშობლოსა და გმირების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივი“-დან ვიდეოს, სადაც დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდნენ.
ვიდეოში ვისმენთ გიორგი მარგველაშვილის, სალომე ზურაბიშვილის, გუბაზ სანიკიძის, ლევან ბერძენიშვილის, ლაშა ბუღაძის, შალვა ნათელაშვილის, გიორგი თარგამაძის განცხადებებს, რომლებიც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ.
„არ უნდა გეგონოს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო რუსეთს გადაეფარება იმისთვის, რომ შენ დაგიცვას“, „ცხინვალის დაბომბვის ფაქტები საქართველოს მხარემ დაიწყო“, „მის ცანცარს შეეწირა ეს ქვეყანა“ „მძინარე ცხინვალზე თავდასხმა, წამოწყება იმ ომისა, რომელიც დასაწყისშივე წასაგებად იყო განწირული არის საერთაშორისო დანაშაული“, „სააკაშვილმა ვერ დამანახა მე, როგორც მოქალაქეს, რომ ის ცდილობდა ამ ომის ჩემგან აცილებას.“ „სააკაშვილია პერსონალურად პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 2004 წლის ზაფხულში, როდესაც დაიწყო ცხინვალის ავანტიურა, რომლის დასასრულიც იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს“- ამ განცხადებების ავტორები, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები არიან. ამ ფონზე, ანანიძე მიიჩნევს, რომ „სწორედ ეს არის სამშობლოსა და გმირების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.“ „ასეთი განცახდებების ავტორები, იმავე განცხადებებზე რომ მოღალატეს გიწოდებენ, სწორედ ეს არის სამშობლოსა და გმირების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს….“-წერს ცოტნე ანანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ