სალომე სამადაშვილი ნინო დათაშვილზე – ეს არის ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით – ალბათ „მონანიება“ გაგვახსენა ამ გადაწყვეტილებამ, მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ

ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით – ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი, ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამოეხმაურა.
სამადაშვილის თქმით, წლების შემდეგ მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი „საქართველოში ივანიშვილის რეჟიმზე“.
„ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით. ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ. მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ, თუმცა მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი ივანიშვილის რეჟიმის წლებზე საქართველოში, ამ რეჟიმთან ქართველი ხალხის ბრძოლაზეც“, – წერს სამადაშვილი.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თამუნა გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება