ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"სწორედ ამის გამო უნდა გაყიდოთ კვარაცხელია!" - ფედელემ "ნაპოლის" ქართველის შესახებ რჩევა მისცა და ხვიჩას გასხვისების მიზეზი დაასახელა

"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ ტელეკომპანია Televomero-ზე გადაცემა L'Infedele-ზე საუბრისას განაცხადა, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს.
"საუბარი 100 მილიონ ევროზეა და სწორედ ამ მაჩვენებლის გამო, "ნაპოლიმ" კვარაცხელია აუცილებლად უნდა გაყიდოს. ეს თანხა ძალიან ბევრია.
გარდა ამისა, ქართველს კარგი სეზონი აშკარად არ გამოუვიდა. მე მას "ატალანტაში" მოთამაშე ადემოლა ლუკმენს შევადარებდი, მას ასევე არ ევალება ბევრი ბურთის შეგდება, მაგრამ საგოლე სიტუაციებში უფრო ეფექტურია", - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო წამყვან სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ
100 მილიონ ევროს იხდის.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.