ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს-ში ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ბიუჯეტი 51%-ით გაიზარდა | დეკანოიძე

სუს-ში ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ბიუჯეტი 51%-ით გაიზარდა | დეკანოიძე
"ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 2016 წლიდან სახელდობრ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 106 მილიონი ლარით გაიზარდა. ის ამბობს, რომ იმ თანხიდან, რა თანხითაც იზრდება დაფინანსება, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იზრდება 9%-ით, ხოლო ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის, 51%-ით გაიზარდა.
"2016 წლიდან სუს-ის ბიუჯეტი გაიზარდა 106 მილიონი ლარით, ხოლო სუს-ში კიდევ ამ ბიუჯეტიდან 51%-ით იზრდება ოპერატიულ-ტექნიკური ხარჯები, ანუ ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ხარჯები, ჩვენ, პრაქტიკულად შეიძლება ისევ ძალიან სერიოზული აპარატურა შეისყიდონ, რომ ჩვენ მოგვისმინონ. სუს-ის ბიუჯეტის გაზრდა ნამდვილად არ ემსახურება თუნდაც იმ დათქმებს, ერთ-ერთი დათქმა, რომელიც არის 9 რეკომენდაციაში", - ამბობს დეკანოიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სუს-ის ბიუჯეტი პრაქტიკულად ყოველ წელს იზრდება. მისი თქმით, სახელმწიფო დგას სუს-ზე "მათ შორის, არჩევნებისთვის, ივანიშვილისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზეწოლის და ზემოქმედების მეთოდი".
დეპუტატი ხათუნა სამნიძეც ამბობს, რომ საარჩევნოდ განსაკუთრებით სჭირდება "ქართულ ოცნებას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ მოქალაქეები აკონტროლოს, განსაკუთრებით რეგიონებში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.