არქივი12 სექტემბერი, 2025, 23:26
სუს-ი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე - ბოლო საათებში ბაჩო ახალაიას გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლის.
„ინტერპრენიუსს” აღნიშნულის შესახებ სუს-ში განუცხადეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შესაძლოა, საქართველოში „ჰექსოგენის" შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია. თუმცა, ბოლო საათებში, მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს”,- აცხადებენ სუს-ში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.