ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე „ჰექსოგენის“ საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობაზე - გამორიცხული არაფერია - ნახეთ, ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე, შემთხვევით ის ადამიანები ხომ არ არიან, რომლებიც წლების წინ საქართველოში ხალხს აუბედურებდნენ?

კახა კალაძე „ჰექსოგენის“ საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობაზე - გამორიცხული არაფერია - ნახეთ, ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე, შემთხვევით ის ადამიანები ხომ არ არიან, რომლებიც წლების წინ საქართველოში ხალხს აუბედურებდნენ?

გამორიცხული არაფერი არ არის, იმის გათვალისწინებითაც, რომ ნახეთ ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი პირები, შემთხვევით ის ადამიანები ხომ არ არიან, რომლებიც წლების წინ საქართველოში ხალხს აუბედურებდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო კავშირის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ბევრი რამ გაირკვევა.
„გამორიცხული არაფერი არ არის, იმის გათვალისწინებითაც, რომ ნახეთ ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი პირები, შემთხვევით ის ადამიანები ხომ არ არიან, რომლებიც წლების წინ საქართველოში ხალხს აუბედურებდნენ და თუ კი რაიმე უბედურება ხდებოდა, ადამიანთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, მათი ჩართულობით ხდებოდა, ხომ არ არიან ეს ადამიანები იქ [უკრაინაში] მაღალ თანამდებობებზე. ძალიან ბევრი რამ გაირკვევა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება, ცხადია ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მადლობა მინდა გადავუხადო სუს-ის თანამშრომლებს, ტყემლოვანის ოპერაცია იქნა ჩატარებული. ის, რომ მიმდინარეობდა განხილვები, სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, მზადება, ეს დადასტურდა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.