სუს-ის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე, ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა, რომელსაც 95 ქვეყნის სპეცსამსახურების პირველი პირები ესწრებოდნენ.
სუს-ის პრესსამსახურის თანახმად, მამუკა მდინარაძეს, დახურულ ფორმატში, ათამდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
„ბაქოს უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი არის შესაძლებლობა, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო საკითხებზე პასუხისმგებელმა ხელმძღვანელმა პირებმა გამართონ საქმიანი შეხვედრები, გააღრმაონ თანამშრომლობა და გაცვალონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
სუს-ის ხელმძღვანელი ბაქოში, უსაფრთხოების ფორუმზე 19-21 სექტემბერს იმყოფებოდა. მამუკა მდინარაძის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულებულია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო