სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მამუკა მდინარაძე მოადგილესთან, ლევან ხარაბაძესთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან, ზურაბ ცისკარიშვილთან
ერთად ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, დაათვალიერა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მებრძოლების საჭიროებები მოისმინა, მათ სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო