ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს-ის განცხადება – აიდაჰოს შტატში ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, აშშ-ის შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე, ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-ის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული და აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნებოდა:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე, ქალაქ ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მოქალაქე დააკავა.დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება.ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით.” აცხადებს სუს-ი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.