სურსათის სააგენტომ მიაგნო კაცს, რომელიც ატამს ღებავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ატამს ღებავდა.
სააგენტოს ინფორმაციით, კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს. პოლიციამ დალუქა ატმის პარტია. ასევე მოსაკვლევად აიღეს ატმის ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს კი საზოგადოებას აცნობებენ.
როგორც კაცის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა ის ატმის იმ პარტიის რეალიზაციას არ აპირებდა რომელსაც, როგორც ვიდეოში ჩანს, პულვერიზატორით გარკევულ სითხეს ასხურებდა და მხოლოდ იხუმრა.
ვიდეოს ავტორები, პოლიციაში გამოჰკითხეს.
ტვ “იმედთან” საუბარში გიორგი უტიაშვილი ჰყვება “გადასაყრელ ატამზე, რატომღაც ცუდად დაგვარტყა თავში და რატომღაც ცუდი ხუმრობა წამოვიდა, დავასხით, პულვერიზატორი – ეს რაღაცა და ასეთი რაღაცა გამოვიდა. მერე ეს კი გადავდგით, არსად არ წასულა”.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ატამს პულვერიზატორით ღებავენ, რათა უფრო მწიფის შეფერილობა მიიღოს. ვიდეოში ისმის გადამღებსა და იმ პიროვნებას შორის დიალოგიც, რომელიც ატმებს ღებავს:

„- ხეზე ვერ ასწრებს დამწიფებას, ბაზარს რაოდენობა სჭირდება. მკვახე დაკრიფა, და როგორ ამწიფებს.“

„-ქალაქელებს მეტი რა უნდათ.“
ვიდეოს გავრცელების შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პოლიციას მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა